The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ივანე პატარიძე

ოფიციალური სახელი:კუკური პატარიძე
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1900
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 1982  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1919 წელს.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო კ. მარჯანიშვილის მოწაფე. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული საბჭოთა თეატრის, კერძოდ, რუსთაველის თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებში. 1921 წლიდან ამ თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1928-1958წწ. დამდგმელი რეჟისორი. 1927 წელს შექმნა საესტრადო ჯგუფი "ხრინწაძის ხრო. რუსთაველის თეატრში დადგა: გ. ვენეციანოვის "ჯუმა მაშიდი", ა. მაშაშვილის "განგაში", ა. სლავინსკის "პროტესტი", ი. კოჩერგას "მაისტერი", ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა", ვ. გაბესკირიას "გურიის მთები დაუთოვია" და სხვა.; ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე". 1939-1979წწ. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7-თბ., 1984.-გვ.710

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1935 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: