შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიაზ დიასამიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 5 წლის ასაკში დაინტერესდა გიტარით და უკრავდა მეზობელთან ერთად. დამწყები მუსიკოსების შემოერთების შემდეგ პირველი ჯგუფი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად კოლექტივი უცხოურ სიმღერებს ასრულებდა, მოგვიანებით კი საკუთარი სიმღერების შექმნა დაიწყო. 3 თვით პარიზში ბებიასთან სტუმრობისას იპოვა სტუდია, სადაც სიმღერა ჩაწერა. პარალელურად ჯგუფში სიმღერების შექმნისა, წერს მუსიკას ფილმებისთვის. პირველი სიმღერები და რამდენიმე დამატებული კომპოზიცია მოხვდა 33ა-ს სადებიუტო სტუდიურ ალბომში. არის ფესტივალ არტ გენის თანადამაარსებელი. დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ადილა"(დოკუმენტური, 2006), "ინსაითი" (დოკუმენტური, 2010); კომპოზიტორია ფილმების: "ოცნებების სასაფლაო" (1997), "თბილისი-თბილისი" (2005), "უცნობი ჯარისკაცები" (დოკუმენტური, 2008), "კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბახში 2)" (2009), "ბოლო გასერინება" (2012), "მანდარინები" (2013) და სხვ.; მემონტაჟეა ფილმის: "ნიძლავი" (2003), გადაღებულია ფილმში: "ფესვები" (1987). მიღებული აქვს მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი საუკეთესო მუსიკისთვის ფილმში "თბილისი-თბილისი" (2005, საფრანგეთი). ქართველი მუსიკოსი, ჯგუფ 33ა-ს ვოკალისტი და ლიდერი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |