The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ტურიაშვილი

დავით ტურიაშვილი
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 2003  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1965 წელს(საგუნდო-სადირიჟორო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს(საკომპოზიციო).

1964-1969წწ. იყო N112 საშუალო სკოლის, N66 საშუალო სკოლის გუნდის მასწავლებელი; 1969-1975წწ. ანსამბლ "დიელოს", ფოლკლორული ანსამბლ "გორდელას" სოლისტი; 1979 წელს თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ბაზაზე ჩამოაყალიბა გოგონათა საესტრადო-კამერული გუნდი "ნანა"(იარსება 1992 წლამდე); 1966 წლიდან თანამშრომლობდა თეატრალურ დასებთან; მისი მუსიკალური გაფორმებით დაიდგა 100-ზე მეტი მუსიკალურ-დრამატული და ტელე სპექტაკლი, მათ შორის რიგასა და პეტერნურგში; 1986 წლიდან ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიის პედაგოგი, სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა "საქტელერადიოკორპორაციის" საესტრადო ორეკსტრს; 1994-2003წწ. თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის გენერალური დირექტორი; თხზულებები, მიუზიკლები: ლინდგრენი "პეპი-გრძელწინდა", დიურენ-მატი "ვირის ჩრდილი", "ღმერთო რისთვის"; კანტატები: "ციხე-ტაძართა საგალობელი", "ოდა შრომას, მიწას, სიყვარულს"; ინსტრუმენტული კონცერტები; ვოკალური ციკლი "გაზაფხულზე" ტენორისა და ფორტეპიანოსათვის(1980); პიესები ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის: "სიზმარი", "ძველი ზარდახშა", "მუსიკა ძველ სტილში", "არლეკინის სიმღერა", "წყაროსთან"; მუსიკალური კომედიები: რ. ერისთავის "უჩინმაჩინის ქუდი", ა. წერეთლის "კინტო", ი. გრუშას "მუსიკა, სიყვარული და ეშმაკი", ანდერსენი "ნამცეცა"; საბავშვო სიმღერები, მუსიკალური სპექტაკლები, შ. რუსთაველის თეატრი: "ბერნარდა ალბას სახლი", "დარისპანის გასაჭირი"(რეჟისორი თ. ჩხეიძე), კ. მარჯანიშვილის თეატრი: "ბახტრიონი", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ვერაგობა და სიყვარული"(რეჟისორი თ. ჩხეიძე), კინომსახიობის თეატრი: "ესმერალდა", "საქმე"(რეჟისორი მ. თუმანიშვილი), პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრი: "სიყვარული თელებ ქვეშ", "მზიანი ღამე"(რეჟისორი თ. ჩხეიძე), თბილისის მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, სოხუმის, ცხინვალის, გორის, თელავის, ბათუმის თეატრები; მუსიკალური კინოფილმები: "ჰავაის ვალსი", "კედელი"(რეჟისორი გ. ბუაძე), სერიალი "ყავა და ლუდი"(რეჟისორი ზ. ბუაძე); მუსიკა მულტფილმებისათვის.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 451; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.110

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: