The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გაჩეჩილაძე

დავით გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1974  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ღორეშა, ახლანდელი ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

პირველი ლექსები 1919 წელს ჟურნალ "წინსვლის ემბლემაში" გამოაქვეყნა. პირველი პოეტური კრებული (1941). 20-იან წლებში "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. პოეტმა ფორმალისტურ ძიებებს მალე დააღწია თავი. შემოქმედების ლაიტმოტივია პატრიოტიზმი; მის ლექსებში აისახა ჩვენი ხალხის გმირული წარსული და დიადი აწმყო. ეკუთვნის ტრაგედიები ("ბახტრიონი" - ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, რუსთაველის სახელობის თეატრი, 1960 და "ამირანი", რუსთაველის სახელობის თეატრი, 1963). თარგმანები (სოფოკლეს, კალდერონის, ლერმონტოვის, ჩაპეკის, ჰიქმეთის თხზულებებისა), საბავშო წიგნები ("უშიშროების ანბანი", 1949, "ტყუილს მოკლე ფეხი აქვს", 1957, "ბრიყვი მგელი", 1964) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.81

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: