The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელვირა უზუნიანი

ელვირა უზუნიანი
დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1956 წელს(ისტორიული), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს(ვოკალური).

1962 წლიდან იყო ქ. ერევნის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ა. შავერზაშვილი კონცერტი ვოკალისა და ორკესტრისათვის; სხვა რეპერტუარი: ანუშ(ტიგრანიანი "ანუშ"), სასუნთის პატარძალი(ოჰანესიანი "დავით სასუნთი"), ლუჩია(დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ვიოლეტა, ჯილდა(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ცერლინა(მოცარტი "დონ ჟუანი"), ოლიმპია(ოფენბახი "ჰოფმანის ზღაპრები"), მარია(ბერსტაინი "ვესტსაიდის ისტორია"); გადაღებულია კინოფილმებში: "Берег юности", "Белые берега", "Еще 5 дней"; სომეხი საოპერო მომღერალი, ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 454

 


გააზიარე: