The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი უსატოვი

დიმიტრი უსატოვი
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1847
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 1913  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. იალტა.

დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია 1873 წელს(ვოკალური).

1873–1880წწ. გამოდიოდა რუსეთის კერძო საოპერო ანტრეპრიზებში; 1880–1889წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, სადაც იყო პირველი შემსრულებელი შემდეგი პარტიების: ლენსკი, ვაკულა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მჭედელი ვაკულა", "ჩერევიჩკი"), ელიაზარი(რუბინშტეინი "მაკკავეი"), ანდრეი, ბოიარი სკურატოვი(ნაპრავნიკი "მაზეპა", "ნიჟეგოროდცი"), სობინინი(გლინკა "ივან სუსანინი"), რაული(მეიერბერი "ჰუგენოტები"); გამოდიოდა კონცერტებით; 1890–1892წწ. მოღვაწეობდა თბილისში; ამ წლებში მასთან მეცადინეობა ნიკო სულხანიშვილი, ფ. ი. შალიაპინი, კ. ცხომელიძე; 1902 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა იალტაში(ყირიმი), სადაც განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; რუსი მომღერალი, ლირიკულ–დრამატული ტენორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 455



გააზიარე: