Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არიადნა შენგელაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი, უზბეკეთი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1960 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახ. თეატრში, ხოლო შემდგომ წლებში თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობად. 1957 წლიდან იღებენ კინოში. 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მსახიობია. 1980 წლიდან მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: ირინე ("ეკატერინე ვორონინა"), ზინა ("ფორტუნა"), ეჟენი ("ეჟენ გრანდე"), ლენა ("ფრთხილად ბებია"), მანოლი ("ენგურის ნაპირებზე", 1961), რეგინა მაიერი ("შეშლილთა სამსჯავრო"), მარია ("თეთრი ქარავანი", 1963), ვერა ნიკოლაევნა ("ძოწის სამაჯური"), ჟანეტა ("წელიწადი - როგორც ცხოვრება"), გრაფინია ("გასროლა"), გენერლის მეუღლე ("არ დაიდარდო!", 1968), ბრიკი კოლმანი ("დრო იწურება განთიადისას"), ირინა ("ვარდნის წელი"), კაროლინა ("სიყვარულის ცრემლები"), საიდა ("მთავარი ინტერვიუ"), დედა ("და მაშინ ვთქვი - არა"), ხოსეფა (გოია, ანუ ცხოვრების რთული გზა"), მარგალიტა ("შერეკილები", 1973), "მთვარის მოტაცება" (კაროლინა, 1973), "მიზანი" (1980), მალიკა ("პროფესია გამომძიებელი", 1982), "ჯადოსნური პორტრეტი" (1997), "გლეხის გოგო" (1999) და სხვ. არიადნა შენგელაიას მიერ შექმნილი თეატრალური სახეებიდან აღსანიშნავია : ანა (გუდრიჩის და ჰაკეტის "ანა ფრანკის დღიური"), კლეოპატრა (ბ. შოუს "კეისარი და კლეოპატრა"), მარია (ე. ჰემინგუეის "მშვიდობით იარაღო"), ლარისა ( ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), მილედი (ა. დიუმას "სამი მუშკეტერი"), ბარონესა (მ. გორინის"'შემწვარი იხვის გაფრენა"), მატილდა (ფ. დიურენმატის "ფიზიკოსები") და სხვა. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას. 2020 წლის 13 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველის" წინ გაიხსნა ა. შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; intermedia.ge; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.6 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |