The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევასტი გაჩეჩილაძე

სევასტი გაჩეჩილაძე
სხვა სახელი:კრიჭა
სევასტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1943  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

აგროვებდა უმთავრესად იმერული ფოლკლორის ნიმუშებს. ზედმიწევნით შეისწავლა თავისი სოფლის წევის (ახლანდელი ზესტაფონის რაიონის სოფლები ზედა და ქვედა წევა) ზეპირსიტყვიერება. შეკრებილი მასალა გამოაქვეყნა ჟურნალ "აკაკის კრებულსა" (1899), "ძველ საქართველოში" (ტ. 1, 1909; ტ. 4, 1915). მისი ფოლკლორისტული ჩანაწერების დიდი ნაწილი და მოგონებანი რევოლუციამდელ საქართველოში შემკრებლობითი მუშაობის შესახებ დაცულია შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. სპეციალობით აგრონომი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23; ფსევდონიმები. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.522

ბიბლიოგრაფია

  • მაკარიოზი : პოემა (ავტორი). - თბილისი, ე. ხელაძის სტ., 1890

გააზიარე: