შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წევა, ახლანდელი ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1923 წელს. 1928 წლიდან კითხულობდა ლექციებს საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავის, ცხინვალის, გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. საქართველოს კომუნისტურ უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრებს. 1914 წლიდან ქართულ პრესაში აქვეყნებდა ლექსებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს; 1929-1945წწ. თანამშრომლობდა ჟურნალ "ტარტაროზსა" და "ნიანგში". წერდა ფსევდონიმებით "სიმონ წეველი", "მედუზა" და სხვა. 1948 წელს ცალკე წიგნად გამოსცა საბავშო პოემა "რწყილი და ჭიანჭველა". ავტორია ნაშრომებისა: "ქართული ენა და მხატვრული მეტყველება" (1931), "სამუშაო წიგნი ლიტერატურაში" (1932), "ლიტერატურისმცოდნეობის საფუძვლები" (1942), "ლიტერატურისმცოდნეობის შესავალი" (1955), "სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია" (1962) და სხვა. დოქტორი (1962), პროფესორი (1962). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.23 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |