The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ხუციძე

ვახტანგ ხუციძე
სხვა სახელი:წოპე
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2012  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს.

პირველი ოპერაცია 1956 წელს ჩაატარა და მას შემდეგ მისი მოღვაწეობა 50 000 ოპერაციაზე მეტს ითვლის; 1959-1976წწ. იყო ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე თბილისის N4 საავადმყოფოში; 1976-1983წწ.  ჯანდაცვის სამინისტროს საექიმო-კოსმეტოლოგიური სამკურნალოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1983 წლიდან ე. ფიფიას სახელობის ამიერკავკასიის რკინიგზის კლინიკურ საავადმყოფოში დაავადებულ ლორ-ორგანოთა და პლასტიკური ქირურგიის განყოფილების გამგეა; 1996 წელს განყოფილება გამოეყო საავადმყოფოს და მან დააარსა პლასტიკური ქირურგიის ესთეტიკური კლინიკა; 1998 წლიდან საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი; ყოველწლიურად, გარკვეულ თვეებში მუშაობდა მოსკოვში; საზოგადოება "ახალმა ელიტამ" მას მიანიჭა თავადის (Князь) წოდება; ოტორინოლარინგოლოგი, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში. იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.739

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: