The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ პოლიევქტოვი

მიხეილ პოლიევქტოვი
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1872
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1942  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1894 წელს.

პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დატოვეს რუსეთის ისტორიის კათედრაზე; შემდეგ მიავლინეს საზღვარგარეთ არქივებში სამუშაოდ; 1917 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად; 1920 წლიდან ცხოვრობდა თბილისში; იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი; იკვლევდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის საკითხებს; მნიშვნელოვანია XII-XIXსს. კავკასიაში ევროპელი მოგზაურების შესახებ მის მიერ ორ წიგნად გამოცემული საინფორმაციო-საცნობარო მასალა; მისი პუბლიკაციები მნიშვნელოვან მასალას შეიცავს თბილისის ისტორიაზე; გ. ნათაძესთან ერთად გამოაქვეყნა წიგნი "ძველი თბილისი" (თ., 1938); დამსახურება მიუძღვის 1832 წლის შეთქმულების ისტორიის საარქივო მასალების შეგროვებასა და ლენინგრადიდან თბილისში გადმოტანაში; არქეოგრაფი, კავკასიოლოგი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.739; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: