The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ პისარჟევსკი

ლევ პისარჟევსკი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1874
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1938  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიშინიოვი, მოლდოვა.

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი ოდესაში 1896 წელს.

1904-1908წწ. იყო იურიევის (ახლანდ. ტარტუს) უნივერსიტეტის; 1908-1911წწ. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი; 1911-1913წწ. ასწავლიდა ბესტუჟევის კურსებზე და პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში; 1913 წლიდან იყო დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის პროფესორი, ხოლო 1927-1929წწ. უკრაინის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ინსტიტუტი შეიქმნა მისი ინიციატივით, მისივე სახელობისაა); 1929-1931წწ. თბილისში სათავეში ედგა ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი წინადადებით ამ ინსტიტუტს მიანიჭეს პ. მელიქიშვილის სახელი (ამჟამად პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი); პ. მელიქიშვილთან ერთად შეისწავლა მრავალი ახალი ზეჟანგური ნაერთი, რისთვისაც მათ პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ მ. ლომონოსოვის სახ. პრემია და დიდი ოქროს მედალი მიაკუთვნა. მან საფუძველი ჩაუყარა ჰეტეროგენული კატალიზის ელექტრონულ თეორიას და სხვა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.739

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე (1935-1936)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი
  • მიხეილ ლომონოსოვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: