შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ლომიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. 1925 წლიდან მუშაობდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში მტვირთავად, მეზღვაურად, მაშველად. 1930 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები; 1940 წელს პირველი მოთხრობა "სიცოცხლე", 1942 წელს გამოსცა მოთხრობებისა და ნოველების პირველი წიგნი "უძლეველი ძალა". მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "ზღვაური"(1947),. "მშობლიური მიწა"(1952), "ზღვასა და ხმელეთზე"( 1958), "ელდარის მზე"( 1963), "მდინარის გული"( 1966), "სიყვარული(1967), "შუქურა"( 1971), "რჩეული"(1973), "მოთხრობები"(1978) და სხვა. იგი ქართველი მარინისტული პროზის ერთ-ერთი პიონერია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, რუმინულ, ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.286; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.419 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |