The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ლომიძე

დაბადების თარიღი:9 ივნისი, 1907
გარდაცვ. თარიღი:1988  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

1925 წლიდან მუშაობდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში მტვირთავად, მეზღვაურად, მაშველად. 1930 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები; 1940 წელს პირველი მოთხრობა "სიცოცხლე", 1942 წელს გამოსცა მოთხრობებისა და ნოველების პირველი წიგნი "უძლეველი ძალა". მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: "ზღვაური"(1947),. "მშობლიური მიწა"(1952), "ზღვასა და ხმელეთზე"( 1958), "ელდარის მზე"( 1963), "მდინარის გული"( 1966), "სიყვარული(1967), "შუქურა"( 1971), "რჩეული"(1973), "მოთხრობები"(1978) და სხვა. იგი ქართველი მარინისტული პროზის ერთ-ერთი პიონერია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, ჩეხურ, რუმინულ, ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.286

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: