შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა კეშელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1953 წელს და ასპირანტურა 1975 წელს. 1957-1975წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრაზე; 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1978-1990წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილე, ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" მთავარი რედაქტორი; 1978-1982წწ. იყო საქართველოს კპ ცკ-ის მეცნიერების განყოფილების გამგის მოადგილე; 1990-1991წწ. გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999 წელს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი; 2000-2006წწ. დირექტორი. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ეთიკა. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.740; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 198 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |