შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ლომსაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუნჩხა, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1950 წელს. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ახალი ისტორიის განყოფილების გამგე. მონაწილეობდა 1941-1945წწ. სამამულო ომში. პირველი ლექსი 1943 წელს გამოაქვეყნა 392-ე ქართული დივიზიის საფრონტო გაზეთში. ლექსთა პირველი წიგნი "მესხეთის ბუხრები" 1957 წელს გამოსცა. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "დაკარგული რაფსოდიები" (1959), "ჯავახური ქრონიკები" (1963), მასვე ეკუთვნის მონოგრაფიები: "მიხეილ თამარაშვილი"(1975), "გვიანი შუასაუკუნეენის საქართველოს ისტორიიდან" (1979). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.288; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.344;საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.423 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |