The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ოქროპირი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

იოანე ოქროპირი დაახლოებით 1033-1049 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ადრე მოღვაწეობდა კალიპოსა და ათონის მონასტრებში იოანე  და ექვთიმე მთაწმინდელებთან. კარგი მქადაგებელი ყოფილა, ამიტომაც უწოდებიათ ოქროპირი. იოანე-ოქროპირს დაუმტკიცებია მელქისედეკ I კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისთვის  ბოძებული "დაწერილი", აუგია ფოკის (ისტორიული ჯავახეთი) ეკლესია, რომლის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია თვითონ. ანტონ I-ის "წყობილსიტყვაობაში" იოანე-ოქროპირი დახასიათებულია როგორც გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1981.- გვ. 191


გააზიარე: