შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილიბისტრო ლომჯარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. 1901 წელს შევიდა მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეში. 1901 წლის 31 დეკემბერს ბათუმში მის ბინაზე ი. სტალინის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბათუმის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფი. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო როტშილდის ქარხნის მუშათა 1902 წლის გაფიცვასა და ბათუმის მუშათა 9 მარტის დემონსტრაციაში, რის გამოც დააპატიმრეს. 2 ივნისს გაათავისუფლეს და პოლიციის განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესეს. როტშილდის ქარხანაში მან კვლავ განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1903 წლის 22 ივნისს ერთ-ერთმა პროვოკატორმა სასიკვდილოდ დაჭრა. მის დაკრძალვას 3 ათასამდე კაცი დაესწრო. აქ წარმოთქვეს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სიტყვები. ცნობა ლომსაძის დაღუპვისა და დაკრძალვის შესახებ დაიბეჭდა ლენინურ ისკრაში 1903 წლის 1 აგვისტოს. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.288
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |