შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1923-1925წწ. გამოდიოდა თბილისის უნივერსიტეტის გუნდში; 1925-1929წწ. "დინამოში". 1930-1938წწ. თამაშობდა კიევის "დინამოსა" და ივანოვოს "ოსნოვაში"; იყო საქართველოს, უკრაინის და სსრკ ნაკრების წევრი; ამიერკავკასიის ნაკრების შემადგენლობაში გახდა სსრკ ჩემპიონატის მეორე (1931) და მესამე (1934) პრიზიორი; ერთხელ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; 1937 წლიდან მუშაობდა მწვრთნელად; 1945-1947წწ., 1954 წელს, 1959-1961წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის "დინამოს", 1948-1951წწ. - თბილისის "სპარტაკს", რომელიც გადაიყვანა უმაღლეს ლიგაში; მუშაობდა ქუთაისის "ტორპედოს", ტყიბულის "მეშახტის", ივანოვოს "კრასნოე ზნამიას", "ახალგაზრდათა საფეხბურთო სკოლის" მწვრთნელად; 1955-1956წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ახალგაზრდულ საფეხბურთო სკოლას; ქართული ფეხბურთის დიდი მოამაგე, გამოჩენილი სპორტსმენი, გონიერი რეფორმატორი. გამოირჩეოდა მოთამაშეთა შერჩევის შესაშური ალღოთი; საფეხბურთო ანსამბლის შექმნის განსაკუთრებული უნარით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აღიზარდა პირველხარისხოვან ფეხბურთელთა მთელი პლეადა; თბილისში არის ანდრო ჟორდანიას ქუჩა; მწვრთნელი (ფეხბურთი). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.744 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |