The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ჭელიძე

გივი ჭელიძე
დაბადების თარიღი:1929  (95 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში, საქტელერადიოკომიტეტში; სხვადასხვა წელს იყო რამდენიმე გაზეთის ("მაცნე", "ერქვანი", "რეფორმა", ამბროლაურის რაიონული გაზეთის) რედაქტორი; 1985-1988წწ. მუშაობდა გაზ. "თბილისის" რედაქციაში განყოფილების გამგედ; 1988 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა (ახლანდელი ფედერაციის) კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან - ჟურნალ "ჟურნალისტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი; ჟურნალისტური კლუბის "საფიხვნოს" პრეზიდენტი; რამდენიმე წიგნის ავტორია; მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური და ტელეფილმები; მიღებული აქვს ჯილდოები.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.745; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.397

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: