შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1940, ლექსების პირველი წიგნი კი 1951 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა '"სოფლის გზაზე" (1957), "ორი სილამაზე" (1957), "მართალი სიტყვა", "მარად ცოცხალი" (1971), "ლექსები და პოემები" (1974) და სხვა. დაწერილი აქვს ბავშვებისთვისაც ლექსთა კრებული "მოვდივართ"(1979) და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნა დიმ. გულიას, რ. ასაევის(ასათის), მ. დუდუნის და სხვათა ნაწარმოებები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.294; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 205-206; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.429-430 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |