The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1896
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1941  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1920 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოდესაში ნ. სტრაჟესკოს კლინიკაში; 1931-1934წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებების, 1934-1935წწ. კი ჰოსპიტალური პედიატრიის (რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე) კათედრის გამგე; 1935-1937წწ. ერთდროულად განაგებდა თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების პედიატრიის კათედრებს. 1937-1941წწ. იყო მის მიერ დაარსებული ბავშვთა I საავადმყოფოს დირექტორი. იგი შეისწავლიდა ჩვილ ბავშვთა პნევმონიას, ფილტვისა და პლევრის ჩირქოვან დაავადებებს, ფილტვის ტუბერკულიოზს, ანემიას და სხვა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1935).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.294; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.430

 


გააზიარე: