The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ზამბახიძე

დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1962  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.

1936–1941 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1941–1944 წლებში იყო საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარი, 1944–1948 წლებში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგე. ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად ქცეული მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის აგებას. 1954-1956 წლებში იყო საქართველოს სსრ სამშენებლო მასალების მრეწველობის მინისტრი, 1956-1958 წლებში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჰიდრავლიკის დარგში. მის მიერ საფუძვლიანადაა შესწავლილი და გადაჭრილი წყლის ნაკადისა და მდინარეთა გამრუდებულ მონაკვეთზე მყარი სხეულების მოძრაობის პრობლემა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.304

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: