Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ზამბახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1936–1941 წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1941–1944 წწ. იყო საქართველოს სსრ წყალთა მეურნეობის სახალხო კომისარი, 1944–1948 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობის განყოფილების გამგე, ხელმძღვანელობდა დედაქალაქის ღირსშესანიშნაობად ქცეული მრავალი სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტის აგებას; 1954-1956 წწ. იყო საქართველოს სსრ სამშენებლო მასალების მრეწველობის მინისტრი; 1956-1958 წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მუდმივი წარმომადგენელი მოსკოვში. ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჰიდრავლიკის დარგში. მის მიერ საფუძვლიანადაა შესწავლილი და გადაჭრილი წყლის ნაკადისა და მდინარეთა გამრუდებულ მონაკვეთზე მყარი სხეულების მოძრაობის პრობლემა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფოთში ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს. ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.304; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.74-75 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |