The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაზარე ზამბახიძე

დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 2008  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტიტი 1964 წელს.

1968 წლიდან მუშაობა დაიწყო იქვე. 1969–1984 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის ფიზიკა-მათემატიკის და ტექნიკის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი, 1978–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტისტის დეკანი, 1998–2005 წლებში ალგებრა-გეომეტრიის კათედრის გამგე. ლაზარე ზამბახიძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია. აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები ტოპოლოგიურ სივრცეთა განზომილებისა და განზომილების აქსიომატურ თეორიაში, ასევე ტოპოლოგიურ ჯგუფთა თეორიაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათადოქტორი (1984), პროფესორი (1985).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.304; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის

გააზიარე: