Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იულია ფალიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რიაზანი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს (ვოკალური). 1941–1968წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო); დებიუტი: როზინა (როსინი "სევილიელი დალაქი", 1941); 1961 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1990 წლიდან პროფესორი; მოწაფეები: ი. ალიბეგაშვილი, ლ. კალმახელიძე, მ. სარალიძე, ნ. ქავთარაშვილი; ქართული რეპერტუარი: მარეხი, მარო, ლატავრა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"), ქეთო (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ცირა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი", 1945), თინათინი (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", 1946, პრემიერა), პირიმზისა (ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", 1946, პრემიერა), თინა (ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", 1950, პრემიერა), წითელქუდა, მელია (ვ. გოკიელი "წითელქუდა", 1958, პრემიერა), მარინე–ჭრიჭინა (ა. შავერზაშვილი "მარინე", 1950); სხვა რეპერტუარი: როზინა(როსინი "სევილიელი დალაქი"), ვიოლეტა, ჯილდა(ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), მიუზეტა (პუჩინი "ბოჰემა"), პერიკოლა, ოლიმპია (ოფენბახი "პერიკოლა", "ჰოფმანის ზღაპრები"), არსენი (ი. შტრაუსი "ბოშათა ბარონი"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 459 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |