Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი ზამთარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზედა ეწერი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი 1934 წელს, ლენინგრადის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1939 წელს, იქვე-სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია 1954 წელს. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში. 1943–1945 წლებში მეთაურობდა I გვარდიული რკინიგზის სამშენებლო ბრიგადის ასეულს სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინის III, ბელორუსიის I ფრონტებზე. 1959–1963 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1963–1976 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი. მიღებული აქვს საბრძოლო ორდენები და მედლები. გენერალ-მაიორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.305
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |