შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პოლიკარპე ფალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1902–1907წწ. სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში(თეორიული), მოსკოვის კონსერვატორიაში(კომპოზიცია, დირიჟორობა). იყო ქართული ფილარმონიული საზოგადოების გუნდის ლოტბარი; 1902 წელს თბილისში დააარსა პირველი "სახალხო ოპერა"(ამჟამად მარჯანიშვილის თეატრი); ხელმძღვანელობდა ნაძალადევისა და რკინიგზის თეატრებში დადგმულ ოპერებს; 1917 წელს იყო ქ. არმავირში, მაიკოპში დირიჟორი; 1920–1923წწ. და 1933–1941წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ქორმაისტერი; თხზულებები: საბავშვო ოპერა "შრომისაშვილი თამაზი", "ხეხილთა ბაღი", "ბოსტანი", "გლეხები და კოლმეურნეები", აგრეთვე საგუნდო სიმღერები, ხალხური სიმღერების დამუშავება; სადირიჟორო რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვერდი "რიგოლეტო"; ზ. ფალიაშვილის ძმა; ლოტბარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 460; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |