The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პოლიკარპე ფალიაშვილი

პოლიკარპე ფალიაშვილი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1941  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1902–1907წწ. სწავლობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში(თეორიული), მოსკოვის კონსერვატორიაში(კომპოზიცია, დირიჟორობა).

იყო ქართული ფილარმონიული საზოგადოების გუნდის ლოტბარი; 1902 წელს თბილისში დააარსა პირველი "სახალხო ოპერა"(ამჟამად მარჯანიშვილის თეატრი); ხელმძღვანელობდა ნაძალადევისა და რკინიგზის თეატრებში დადგმულ ოპერებს; 1917 წელს იყო ქ. არმავირში, მაიკოპში დირიჟორი; 1920–1923წწ. და 1933–1941წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, ამავე წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის ქორმაისტერი; თხზულებები: საბავშვო ოპერა "შრომისაშვილი თამაზი", "ხეხილთა ბაღი", "ბოსტანი", "გლეხები და კოლმეურნეები", აგრეთვე საგუნდო სიმღერები, ხალხური სიმღერების დამუშავება; სადირიჟორო რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "დაისი", ვერდი "რიგოლეტო"; ზ. ფალიაშვილის ძმა; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 460; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: