შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ზანდუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. 1918–1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, 1915 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1922–1923 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის(იგივე-დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო შეიარაღებული რაზმების შექმნაში. დუშეთის მაზრაში ნიკოლოზ ზანდუკელის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ორი ასეთი რაზმი, რომლებიც დაექვემდებარა დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრს. 1922 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებაში, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. გამცემლობის შედეგად სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად ნიკოლოზ ზანდუკელი დააპატიმრა საქართველოს სსრ ე. წ. საგანგებო კომისიამ, რომლის დადგენილებით ისინი დახვრიტეს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |