The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ზანდუკელი

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:20 მაისი, 1923  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

1918–1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, 1915 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის წევრი, 1922–1923 წლებში საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის(იგივე-დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო შეიარაღებული რაზმების შექმნაში. დუშეთის მაზრაში ნიკოლოზ ზანდუკელის უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ორი ასეთი რაზმი, რომლებიც დაექვემდებარა დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრს. 1922 წელს აქტიურად მონაწილეობდა ხევსურეთის ამბოხებაში, რომელსაც სათავეში ედგა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. გამცემლობის შედეგად სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად ნიკოლოზ ზანდუკელი დააპატიმრა საქართველოს სსრ ე. წ. საგანგებო კომისიამ, რომლის დადგენილებით ისინი დახვრიტეს თბილისში, ახლანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ანტისაბჭოთა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის(იგივე-დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრი, წევრი (1922-1923)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული(მენშევიკური) პარტია, წევრი (1915-)

გააზიარე: