The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფიქრია ზანდუკელი

ფიქრია ზანდუკელი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1933
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 2005  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში, იყო ფოლკლორისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1959 წელს, პირველი წიგნი "იავნანა"–1965 წელს. იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხური პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და სხვ. საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: "ფოლკლორი და ქართველი საბავშვო მწერლები" (1974), "ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები" (1977), "წერილები საბავშვო ფოლკლორზე" (1980), "მხატვრული ოსტატობის საკითხები ქართულ ფოლკლორში" (1985), "ქართული ფოლკლორის მოკლედ ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1829–1901)" (წგ. 1, 1973, ე. ვირსალაძესა და მ. გოგიჩაიშვილთან ერთად) და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ანდაზები", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საბავშვო ფოლკლორი", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ464

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)
    ქართული ხალხური პოეზიის თორმეტტომეულის მომზადებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: