Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფიქრია ზანდუკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში, იყო ფოლკლორისტიკის განყოფილების წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1959 წელს, პირველი წიგნი "იავნანა"–1965 წელს. იკვლევდა საბავშვო ფოლკლორის, საწესჩვეულებო პოეზიის, ხალხური პროზის, მხატვრული ოსტატობის, ფოლკლორული ჟანრების თავისებურებებს რეგიონების მიხედვით და სხვ. საკითხებს. ძირითადი ნაშრომები: "ფოლკლორი და ქართველი საბავშვო მწერლები" (1974), "ქართული საბავშვო ფოლკლორის საკითხები" (1977), "წერილები საბავშვო ფოლკლორზე" (1980), "მხატვრული ოსტატობის საკითხები ქართულ ფოლკლორში" (1985), "ქართული ფოლკლორის მოკლედ ანოტირებული ბიბლიოგრაფია (1829–1901)" (წგ. 1, 1973, ე. ვირსალაძესა და მ. გოგიჩაიშვილთან ერთად) და სხვ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ანდაზები", დაიცვა 1961 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საბავშვო ფოლკლორი", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.307; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ464 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |