The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ფანიაშვილი

მედეა ფანიაშვილი
დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1945
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1994  (48 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის IV მუსიკალური სასწავლებელი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს(საფორტეპიანო).

1968–1994წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო კლასის კონცერტმაისტერი, პედაგოგი(კამერული ანსამბლი), 1993 წლიდან პროფესორი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას როგორც სოლისტი, კონცერტმაისტერი, ანსამბლისტი; 1970–1994წწ. იყო საფორტეპიანო დუეტის დამაარსებელი და წევრი(მ. ალთუნაშვილთან ერთად); მ. ფანიაშვილისა და მ. ალთუნაშვილის საფორტეპიანო დუეტმა ხელი შეუწყო ქართველ კომპოზიტორთა რიგი საფორტეპიანო დუეტების შექმნას; ისინი ქართული საფორტეპიანო დუეტების აქტიური შემსრულებლები და პროპაგანდისტები იყვნენ; მედეა ფანიაშვილმა დააარსა "ძველებური მუსიკის საღამოები", სადაც ეწეოდა XX საუკუნის ქართული და უცხოური მუსიკის პროპაგანდას; 1991–1994წწ. იყო მის მიერვე დაარსებული თბილისის მუსიკალურ–პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი და პედაგოგი(ფორტეპიანო, კამერული ანსამბლი); ქართული დუეტები, საფორტეპიანო დუეტები: ვ. აზარაშვილი "ქართული სიუიტა", "ესპანური სიუიტა", "ძველებური სიუიტა", ტ. ბაქრაძე სიუიტა "ამორძალები", "იმპროვიზაცია", ა. მაჭავარიანი 2 პიესა, "ძველებური ცეკვა", შ. მშველიძე 2 პიესა, ს. ნასიძე სიუიტა "3 ხალხური ცეკვა", ო. თაქთაქიშვილი სიუიტა, ფ. ღლონტი ტოკატა, ს. ცინცაძე სიუიტა ბალეტიდან "დემონი"; სოლო პირველი შესრულება: ა. ბალანჩივაძე სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის, ვ. აზარაშვილი ვოკალური ციკლი შ. ნიშნიანიძის ლექსებზე, "თეატრალური ნიღბები", ო. თევდორაძე საფორტეპიანო კონცერტი N3, ა. ანდრიაშვილი "4 ქორეოგრაფიული ნოველა" ფორტეპიანოსათვის; სხვა რეპერტუარი 2 ფორტეპიანოსათვის: ბრამსი, ბრუბეკი, ბუქსტეჰუდე, დებიუსი, ლიადოვი, მოცარტი, სენ–სანსი, ტელემანი, შუმანი; გასტროლები სსრკ, საქართველო(რამდენიმე ასეული კონცერტი); პიანისტი, ანსამბლისტი, მუსიკალური ორგანიზატორი, მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 460

 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: