The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ფაღავა

ეთერ ფაღავა
Date of birth:13 March, 1932  (92 years)
Category:Dancer, Choreographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. პარიზი.

ქორეოგრაფიას ეზიარა ქ. პარიზში ლ. ნ. ეგოროვას ხელმძღვანელობით; სასცენო მოღვაწეობა დაიწო 12 წლის ასაკში; 1945 წელს ცნობილმა ქორეოგრაფმა რ. პეტიმ მიიწვია თავის დასში და მისცა პატარა აკრობატის როლი, რომელმაც აღაფრთოვანა საზოგადოება; 1947 წლიდან იყო "მონტე–კარლო გრან–ბალე"–ს(მარკიზ დე კუევას საბალეტო დასი) სოლისტი; 15 წლის ასაკიდან უკვე სოლისტი, ბალეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ბალერინა–სოლისტი; 1970 წელს დააარსა საკუთარი საბალეტო დასი "Les Ballets Ethery Pagava"; ბუნებით ნოვატორი, ახალ გზებს ეძებდა საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისათვის; ის იყო ერთ–ერთი პირველთაგანი, რომელმაც გაიტანა საბალეტო ცეკვა მასებში; თავისი იდეა განახორციელა "მუსიკისა და ცეკვის" თეატრთან და უდიდეს რეჟისორ ჟ. ლ. ბაროსთან ერთად; ისინი ღია ცის ქვეშ, სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე მართავდნენ საბალეტო წარმოდგენებს; გარდა ამისა, 20 წლის მანძილზე ყველა სოციალური ფენის ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დგამდა საბალეტო წარმოდგენებს, თავის მეუღლესთან, მომღერალ ჟაკ დუესთან(1920–2004) ერთად; თანამშრომლობდა: იტალიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის დასებთან, ქორეოგრაფებთან – ჯ. ბალანჩინი, რ. პეტი, ჟ. სკიბინი, ჟ. შარა, ს. ლიფარი, კომპოზიტორებთან, მხატვრებთან, რეჟისორებთან; რეპერტუარი, რ. პეტიესთან შესრულებული როლები: "მოხეტიალე კომედიანტები"(სოგეს მუსიკა), "იუპიტერის სასიყვარულო თავგადასავლები"(იბერის მუსიკა), ჯ. ბალანჩინთან სომნანბულა(ბელინის მუსიკა), ჟ. სკიბინისთან "ვერონის ტრაგედია"(ჩაიკოვსკის); დადგმები, საკუთარ დასში: "სამშვენისები"(1969, შეფერის მუსიკა), "ღამე"(1970, ვივალდი), "სიტყვა"(1972, პენდერეცკი); გასტროლები: თბილისი(1966, ჟიზელი, ადანი "ჟიზელი", ჩელიტა, მინკუსი "დონ კიხოტი"), მოსკოვი, ლენინგრადი, მილანი, ამსტერდამი, ლონდონი, ედინბურგი, მადრიდი, ლისაბონი, ნიუ–იორკი, ქაირო; XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი, საზოგადო მოღვაწე; დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნ. ჟორდანიას შვილიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 462


Share: