შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩუბინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1929 წელს წითელი არმიის ქართულ თეატრში; 1930-1937 წწ. ჭიათურის თეატრის, ხოლო 1938-1939 წწ. გორის, ხაშურისა და სხვა თეატრების მსახიობია; ამავე დროს (1938) ხელმძღვანელობდა ხაშურის რკინიგზის მოზარდ მაყურებელთა თეატრს; 1940 წლიდან სოხუმის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობია; თამაშობდა როგორც კომედიურ, ასევე ტრაგიკულ როლებს: გიორგი სააკაძე (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), ტეტერევი (მ. გორკის "მდაბიონი"), აპრაკუნე (ი. ვაკელის "აპრაკუნე ჭიმჭიმელი"), ოიდიპოს მეფე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), იეთიმ გურჯი (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი), პრეზიდენტი (ფრიდრიხ შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ბახა (ვაჟა ფშაველას "მოკვეთილნი"), გიჟუა (ავქსენტი ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"), ხევისბერი გოჩა (ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მამამზე ერისთავი (კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა") და სხვ. კინოროლები: "ხევისბერი გოჩა" (ნუგზარ ერისთავი, 1964), "მიხა" (მამა, 1965) და სხვ. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.166; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |