შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატალია ბურმისტროვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორისოვი, მინსკის გუბერნია. 1936 წელს გახდა ტომსკის დრამისა და კომედიის თეატრის დასის წევრი; მოგვიანებით მუშაობდა პეტროპავლოვსკის დრამატულ თეატრში, გორკის დრამის თეატრში და სხვ.; მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. 1941 წლიდან იყო სანიტარული მატარებლის სანიტარი, შემდეგ მოძრავი საფრონტო თეატრის მსახიობი. 1948 წლიდან თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. ითამაშა 200-მდე მთავარი როლი. თეატრში განასახიერა როლები: ნინა ზარეჩნაია ("თოლია", ა. ჩეხოვი), ტანია ("ტანია", ა. არბუზოვი), მაშა ("ცოცხალი ლეში", ლ. ტოლსტოი), ლუიზა ("ვერაგობა და სიყვარული", შილერი), ლიდია ვასილის ასული ჟერბერი ("ძველმოდური კომედია", ა. არბუზოვი), "ჩაძირული ქვები", ი. მოსაშვილი და სხვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |