შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლალხორალი, მესტიის რაიონი. პირველი წიგნი - ჰაინეს "რჩეული ლირიკის" თარგმანი გამოსცა 1954 წელს. ეკუთვნის ლექსები (კრებული '"სვანური ბალადები", 1963; "ეპიგრამები", 1966), რომანები და მოთხრობები ("დაფერფლილი დიდება", 1961; "შოპენის გული", 1961; "სვეტი ნათლისა", 1965; "თეთნულდაი", 1971; "სვანეთის თეთრი ქუდი", 1976), საბავშო თხზულებები ("ქვედელების მხიარული თავგადასავალი", 1964), მხატვრული ნარკვევები ("მარად ცოცხალი ხელოვნება", 1976) და სხვა. თარგმნა გოეთეს, შილერის, ჰაინეს, იბსენის, შ. ცვაიგის, ლ. ტაქსილის, ა. გრიფიუსის, აპოლონიოს როდოსელის და სხვ. თხზულებანი. აკაკი გელოვანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.38 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |