The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი გელოვანი

აკაკი გელოვანი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1996  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლალხორალი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

პირველი წიგნი - ჰაინეს "რჩეული ლირიკის" თარგმანი გამოსცა 1954 წელს. ეკუთვნის ლექსები (კრებული '"სვანური ბალადები", 1963; "ეპიგრამები", 1966), რომანები და მოთხრობები ("დაფერფლილი დიდება", 1961; "შოპენის გული", 1961; "სვეტი ნათლისა", 1965; "თეთნულდაი", 1971; "სვანეთის თეთრი ქუდი", 1976), საბავშო თხზულებები ("ქვედელების მხიარული თავგადასავალი", 1964), მხატვრული ნარკვევები ("მარად ცოცხალი ხელოვნება", 1976) და სხვა. თარგმნა გოეთეს, შილერის, ჰაინეს, იბსენის, შ. ცვაიგის, ლ. ტაქსილის, ა. გრიფიუსის, აპოლონიოს როდოსელის და სხვ. თხზულებანი. აკაკი გელოვანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3-თბ., 1977.-გვ.38; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.102

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: