The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრიფონ რამიშვილი

ტრიფონ რამიშვილი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1929  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის საფერშლო სასწავლებელი 1893 წელს.

მუშაობდა ფერშლად საქართველოს სხვადასხვა დაბასა და სოფელში. 1899 წელს გადმოვიდა თბილისში; მუშაობდა დიდუბის სამკურნალოში (გორის ქუჩაზე), შემდეგ - სულით ავადმყოფთა თავშესაფარში (კოჯრის ქუჩაზე); ამავე დროს დაიწყო ლიტერატურულ მოღვაწეობაც - მისი მოთხრობები ("ოტოლა", "მიტრო ჭედიაშვილი", "ერთგული დედა", "ვიკენტიჩი" და სხვა.) იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიასა" და ჟურნალ "კვალში"; ერთდროულად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში", აქ გამოაქვეყნა თავისი პირველი პიესები: "მეზობლები" (1904, ვალერიან გუნიას ინიციატივით 1905 წელს დაიდგა სახაზინო და არტისტული თეატრების, აგრეთვე რკინიგზელთა სახ. თეატრის სცენაზე), "ექიმი აშირბაჯიანი" (1906), "შეშლილნი" (1907), "საბედისწერო დამბაჩა" (1908), "დედინაცვალი" (1914), "სალომეს ოჯახი", "ჭკუამხიარული" (ორივე 1915), "სტუმარმასპინძლობა" (1919); გამომცემლობა "სორაპანმა" გამოსცა კრებული "დრამა და კომედია" (თბ., 1921); თბილისში 1921 წელს დააარსა საყრდენი ამბულატორია-პოლიკლინიკა წმ. ოლღას ქუჩაზე (ახლანდ. მე-9 საქალაქო პოლიკლინიკა, ლეო ქიაჩელის 18) და გარდაცვალებამდე იყო მისი ზედამხედველი; მას ეკუთრვნის პიესები: "სიხარულის საზღვართან" (1923), "გაჭირვების ტალკვესი" (1925), "მონადირე ქალები" (1927), "თავადი ქვეყნის თავი" (1928). მისი პიესების რეჟისორები იყვნენ: ა. წუწუნავა, ვ. გუნია, შ. დადიანი და სხვა; პიესები პოპულარობით სარგებლობდა აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.748; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136

ბიბლიოგრაფია

  • პიესები (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1927. - 227გვ.
  • ცხოვრების ნაწყვეტი : დრამა ერთ მოქმედებად (ავტორი). - თფილისი, სტ. "ნადეჟდა", 1912. - 32გვ.
  • ექიმი აშირბაჯიანი : პიესა სამ მოქმედებათ (ავტორი). - ხაშური, ი. ყაჭიეშვილის გამოცემა და სტ., 1912. - 82გვ.
  • შეშლილნი : პიესა ორ მოქმედებად (ავტორი). - ტფილისი, 1911. - 64გვ.
  • საბედისწერო დამბაჩა : დრამა სამ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, გამოცემა "თეატრი და ცხოვრებ"-ისა N5 , 1910. - 62გვ.
  • მეზობლები : სურათები თანამედროვე ცხოვრებიდან. ოთხ მოქმედებად (ავტორი). - თფილისი, გამოცემული ოლგა არდაზიანის მიერ, 1906. - 123გვ.

გააზიარე: