Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საშა რეხვიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის (მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1971 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური, 2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის" (დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); სცენარის ავტორია ფილმების: "ნუცა" (1971), "XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" (1978), "გზა შინისაკენ" (1981), "საფეხური" (1986), "მიახლოება" (1989), "უკანასკნელნი" (დოკუმენტური, 2006), "იგორ სანოვიჩი, ესკიზი პორტრეტისთვის"(დოკუმენტური, 2008), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); პროდიუსერია ფილმის: "რამაზ ჩხიკვაძე"(დოკუმენტური, 2013); დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "ალავერდობა" (1962), "მიქელა" (1965), "ფიროსმანი"(1969), "ძაღლი" (1974), "რამაზ ჩხიკვაძე" (დოკუმენტური, 2013); გადაღებულია ფილმში: "ფიროსმანი" (1969). მიღებული აქვს მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის "მიახლოება" (1990), მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი (1979), კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის "ფიპრესის" პრიზი (1979), გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზი (1979) ფილმისთვის "მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა". კინორეჟისორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.750; publika.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.89 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |