შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1893 წელს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სოფელ დიდ ჯიხაიშში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნუხაში, ბაქოში და სხვ. 1918 წელს იყო თბილისი მიხეილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. 1919 წლიდან კი ქალაქის I საავადმყოფოს მთავარი ექიმი. შეისწავლიდა მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის, მალარიის, ღვიძლის აბსცესის, აორტის ანევრიზმის, კუჭის სეკრეციის მოშლის, კურორტოთერაპიის და სხვა საკითხებს. მან პირველმა ამიერკავკასიაში შემოიღო ტუბერკულოზით დაავადებულთა ხელოვნური პნევმოთორაქსით მკურნალობის მეთოდი. თერაპევტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.295; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.431 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |