The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე შავთელი

Date of birth:1150
Date of death:1215  (at 65 years)
Category:Poet, Religious leader, Philosopher, Saint

Biography

იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს სოფელ შავთიდან ყოფილა. "ქართლის ცხოვრება" მას მოიხსენიებს, როგორც "ფილოსოფოსს და რიტორს, ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს". იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში, ბასიანის ბრძოლის (1203 წ) დროს, გამარჯვების სამადლობელად, აქვე შეუთხზავს "გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში. როდესაც ქართველთა ჯარი დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა "იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი". მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი ოდა "აბდულმესიანი" (ქრისტეს, მესიის მონა).  მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად"; "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს. იგი შოთა რუსთაველს მოხსენიებული ჰყავს "ვეფხისტყაოსანში". ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე  წმიდანად იქნა შერაცხული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 192-193; orthodoxy.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.169

.  

Bibliography


Share: