Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლორთქიფანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება 1936 წელს. 1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1949-1962წწ. - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი; 1970-1975წწ. - თავმჯდომარის მოადგილე; არქიტექტორთა საკავშირო და საერთაშორისო ყრილობების დელეგატი; ჟურნალ "არქიტექტურა და მშენებლობა" კორესპონდენტი; რამდენიმე მოწვევის თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; არქიტექტურული საბჭოების წევრი. ავტორია პროექტებისა, რომელთაგან ბევრი განხორციელებულია: სასოფლო საბჭო ხევსურეთში (1938), სკოლამდელი დაწესებულებები, სკოლები და ტექნიკუმები (თბილისის, გორი, ონი, დიდი ჯიხაიში - 1930-1950), ღვინის ქარხნები (მანავი, შრომა - 1940-1941), ექსპერიმენტული საცხოვრებელი მიკრორაიონის დაგეგმარება თბილისში ბახტრიონისა და იყალოთოს ქუჩებს შორის (1968-1970), საქართველოს მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს ადმინისტრაციულ და სამეცნიერო-კვლევით შენობათა კომლექსი (1968-1969), თბილისში მუშათა კულტურის სახლი "ისანი" (1970), ექსპერიმენტული საცხოვრებეილ სახლები ბათუმში (1974-1975) და სხვ. მისი რედაქტორობით დაიბეჭდა ცალკეული შრომები და ითარგმნა წიგნები. პროფესორი (1975). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.295; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.101-102; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.432 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |