The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ფირცხალავა

ოფიციალური სახელი:აბრეკ ფირცხალავა
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:29 დეკემბერი, 1975  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი 1957 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(ვოკალური).

1965–1975წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დ. ანდღულაძის ასისტენტი; 1966–1975წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ლირიკულ–დრამატული ტენორი); ქართული რეპერტუარი: თანდარუხი, აბესალომი, მალხაზი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), შოთა(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", 1966, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), განდეგილი(ს. ცინცაძე "განდეგილი", 1972 პრემიერა, 1973 წელს ჩაწერილია გრამფირფიტაზე "მელოდიაში"), თემური(ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი", 1970 პრემიერა), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: ერნესტი, ედგარი(დონიცეტი "დონ პასკუალე", "ლუჩია დი ლამერმური"), ლოენგრინი(ვაგნერი "ლოენგრინი"), მონოსტატოსი(მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"), შვილი(რახმანინოვი "ძუნწი რაინდი"); გასტროლები: ზ. ფალიაშვილის "დაისი", ლოძი, ვარშავა(1969, პოლონეთი), ოლომოუცი( 1976, ჩეხეთი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 467

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: