Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე ფირცხალავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ქ. მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი 1957 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(ვოკალური). 1965–1975წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დ. ანდღულაძის ასისტენტი; 1966–1975წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი(ლირიკულ–დრამატული ტენორი); ქართული რეპერტუარი: თანდარუხი, აბესალომი, მალხაზი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), შოთა(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", 1966, თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდია), განდეგილი(ს. ცინცაძე "განდეგილი", 1972 პრემიერა, 1973 წელს ჩაწერილია გრამფირფიტაზე "მელოდიაში"), თემური(ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი", 1970 პრემიერა), ქართული რომანსები; სხვა რეპერტუარი: ერნესტი, ედგარი(დონიცეტი "დონ პასკუალე", "ლუჩია დი ლამერმური"), ლოენგრინი(ვაგნერი "ლოენგრინი"), მონოსტატოსი(მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"), შვილი(რახმანინოვი "ძუნწი რაინდი"); გასტროლები: ზ. ფალიაშვილის "დაისი", ლოძი, ვარშავა(1969, პოლონეთი), ოლომოუცი( 1976, ჩეხეთი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 467 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |