The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოანე ჭყონდიდელი (სვინგელოზი)

იოანე ჭყონდიდელი
Date of birth:11??
Date of death:12??
Category:Religious leader

Biography

ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060-1110 წლებში. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV- ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე Iმონომაქოსის (1042-1054 წწ.) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 წლებში  ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის  უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 193



Share: