შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფისტიკა![]()
ბიოგრაფია"ფისტიკა" სახელი შეურქმევიათ, რადგან თვალბისტიანი, ანუ ბრმა ყოფილა; ა. შანიძის აზრით, "ბისტიკა" სომხური "პსტიკ"(პატარა)–იდან მიღებული სიტყვაა; მისი ბიოგრაფიული ცნობები არა არის ცნობილი; ყოფილა ათვალწუნებული მელექსე, რომელიც სტვირსა და ჭიანურზე დასამღერებელ შაირებს თხზავდა; თეიმურაზ II(1700–1762) აგდებულად იხსენიებს ლექსში "გაბაასება რუსთველთან", სადაც "ბისტიკა ცრუს" უწოდებს; ფისტიკას მემკვიდრეობა, მართალია, უკვალოდ არის დაკარგული, მაგრამ ტრადიციული ცნობებით იგი მიჩნეულია ახალი სალექსო საზომის – ფისტიკაურის, ლექსის ორმარცვლოვანი საზომის დამამკვიდრებლად; ფისტიკაურში დაცულია გარეგანი რითმა, ეს საზომი ცნობილი გახდა ფისტიკაურის(ბისტიკაურის, პისტიკაურის) სახელით; ა. შანიძის მოსაზრების თანახმად "ფისტიკაურის" სალექსო ფორმა არქაულია და მისი შემომტანი ქართულ მწერლობაში ფისტიკა არ უნდა იყოს; XI-XII საუკუნეების ქართველი პოეტი, აშუღი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 468; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |