შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლატავრა ფოჩიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლექსურა, ლენტეხი. დაამთავრა თბილისის სახლმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1947 წელს გადადგა პირველი ნაბიჯები ქართული ცეკვის სარბიელზე, პიონერთა სასახლეში არსებულ ქორეოგრაფიულ წრეში(ხელმძღვანელი ა. ჩიხლაძე, რ. ჭოხონელიძე); 1956 წლიდან იყო ლენინური კომკავშირის ლაურეატი ანსამბლის სოლისტი(ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე); 1965–1982წწ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: "ქართული", "ყარაჩოხელი", "აჭარული", "სიმდი", "მთიულური", "ხევსურული", "ცეკვა დაირით", "ნესტან–დარეჯანის ცეკვა"(ქორეოგრაფიული დადგმა "ქაჯეთის აღება"), "ძველი თბილისის სურათები"; კინოფილმები: "შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა–სკალაში", "საქართველო – ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "რუსთაველი – 800"; არის გადაღებული დოკუმენტური კინოფილმი – "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი"(1982, რეჟისორი მ. ბორაშვილი); პოეტმა ი. ნონეშვილმა მიუძღვნა ცნობილი ლექსი "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა".მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI ფესტივალისა (1957) და ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII ფესტივალის გამარჯვებული, საქართველოს სახალხო არტისტი, ცნობილი ქართველი მოცეკვავე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 470 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |