The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ლურსმანაშვილი

ვლადიმერ ლურსმანაშვილი
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1987  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების დგილი: სოფელი ჩხერი, ხარაგოულის რაიონი.

1941 წელს მობილიზაციით გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის 802-ე მსროლელი პოლკის 1-ბატალიონის მეთაურის მოადგილე პოლიტნაწილში.  1942 წლის 30 ოქტომბრს ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისათვის ბრძოლაში წინ წაუძღვა იერიშზე გადასულ ასეულს და ხელჩართულ ბრძოლაში მოსპო მტრის 24 ჯარისკაცი და ოფიცერი(სულ გაანადგურა 50-ზე მეტი ფაშისტი ჯარისკაცი), რისთვისაც მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. 1964 წლიდან პოლკოვნიკი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: